| მსოფლიო ეკონომიკა : ევროპა სიღარიბემ მოიცვა |
Eurobarometer-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპაში მცხოვრებთა 73%-ი დარწმუნებულია, რომ მათი ქვეყნები უაღრესად გაღარიბებულია. ამასთან, რესპოდენტთა 90%-ი სახელმწიფოსგან სიღარიბესთან ბრძოლის ზომების დაუყოვნებლივ გატარებას მოითხოვს. დაახლოვებით 80 მლნ. ადამიანი, ანუ ევროპის მოსახლეობის 16%-ი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. კვლევის მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს განსხვავებულად ესმის სიტყვა `სიღარიბის~ მნიშვნელობა. რესპოდენტთა მეოთხედი თვლის, რომ ღარიბ ადამიანებს იმდენად მწირი შემოსავლები აქვთ, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვას ვერ ახერხებენ. შედარებით მცირე ნაწილი – 22%-ი ღარიბად ისეთ ადამიანს მიიჩნევს, რომელსაც მწირი შემოსავალი სიცოცხლისთვის აუცილებელი საშუალებების შეძენის უფლებას არ აძლვს. ამდენივე ადამიანი, თითქმის (21%), სიღარიბეს სახელმწიფოებრივ სუბსიდიებს უკავშირებს. შედარებით დრამატულად აღიქვამენ თავიანთ მდგომარეობას უნგრეთის მცხოვრებლები: გამოკითხულთა 96%-ი აცხადებს, რომ მათ ქვეყანაში სიღარიბე ფართოდაა გავრცელებული. ხოლო დანიელები, ყველაზე ოპტიმისტურები აღმოჩნდნენ: რესპოდენტთა მხოლოდ ერთმა მესამედმა განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში სიღარიბე ბატონობს. სიღარიბისკენ მიდრეკილებას უმეტესად აღმოსავლეთ ევროპაში ვხვდებით. თავიანთი ცხოვრებით ყველაზე კმაყოფილი ხალხი სამხრეთ ევროპაში ცხოვრობს. ეს ქვეყნები ეკონომიკურ, სოციოლოგიური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის განმსაზღვრელ სხვადასხვა რეიტინგებში ლიდერის პოზიციებს იკავებენ. ამასთან, გამოკითხულ ევროპელთა დაახლოვებით 80%-მა განაცხადა, რომ მათ ქვეყნებში სიღარიბის დონე ბოლო სამი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა. შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყნებში ღარიბი ადამიანების რაოდენობის ზრდა, გამოკითხულთა უმეტესობამ უმუშევართა რაოდენობის ზრდა და დაბალი ხელფასები დაასახელა. ამ იდეას ექსპერტებიც იზიარებენ. კრისტიან ხოლცნერის აზრით, მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტის, უმუშევართა რაოდენობის ზრდა მთავარი ფაქტორია. კვლევა ევროკომისიის პროტექტაჟით ჩატარდა, რომელიც სიღარიბესთან საბრძოლველად ზომებს მომავალი წლიდან მიიღებს. ევროპის მცხოვრებლებს არ სჯერათ, რომ ევროკავშირი სიღარიბის დაძლევას მოახერხებს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მათივე ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შეიძლება. როგორც ბ-ნ ხოლცნერი თვლის, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა შექმნას სამუშაო ადგილების და, ასევე, მოსახლეობის სტიმულირება, რომ მათ სამსახურის ძებნა დაიწყონ. |
Wednesday, April 14, 2010
sigaribe
Subscribe to:
Comments (Atom)